,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-01
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-11
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.057.016088
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №19

2012 წლის 1 მაისი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის  №28 დადგენილებაში ცვლილებებ ის შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლე­­­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმა­ტი­უ­ლი აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესა­ბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკი­ცე­ბის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივ­ნისის №28 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №68, (23.283), 2010 წ. 24-25 ივნისი, გვ. 7-8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 121 (ას ოცდაერთი) სა შტატო ერთეულით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონო­მი­უ­რი რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ტრანსპორტის განყოფილების გრაფა ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

ტრანსპორტის განყოფილება

განყოფილების უფროსი

1

წამყვანი სპეციალისტი

2

წამყვანი სპეციალისტი (მძღოლი)

1 6

 2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობის დაფინანსება მიმდინარე ეტაპზე განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯე­ ტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო შემდგომში საშტატო რიცხოვნობის მატების დაფინანსება გათვა­ლის­წი­ნებულ იქნეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილე­ბების შეტანის დროს.

3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  მთავრობის თავმჯდომარე                                      ლ. ვარშალომიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია