„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
375
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-08
სარეგისტრაციო კოდი
120090000.08.002.016504
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №375

2012 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) სამედიცინო დეპარტამენტი;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთა პირველად სამედიცინო დახმარებას,“;

ბ.ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) სამედიცინო დეპარტამენტი ახორციელებს სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფის დაგეგმვასა და მის მონიტორინგს, სამედიცინო ღონისძიებების დაგეგ მ ვასა და ამ მიმართულებით სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სანიტარ ი ულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მონიტორინგს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთა პირველად სამედიცინო დახმარებას, საქართველოს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია