ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №9 დადგენილებაში –„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-11
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.114.016120
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №9 დადგენილებაში –„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2012 წლის 30 აპრილი

დაბა ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის № 9 დადგენილებაში ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №9 დადგენილებაში (სსმ, 14.02.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    მუხლი 1

დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის,  ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული – ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად საკრებულო ადგენს“:           

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №20 დადგენილება – ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                 მ. უნგიაძე

კრებსითი — სრული ვერსია