„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016118
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2012 წლის 30 აპრილი

დ. ჩოხატაური

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების  დამტკიცების შესახებ“  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის                    21 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების  დამტკიცების შესახებ“  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №13 დადგენილებაში (სსმ, 28.02.2012წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    მუხლი 1

დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების  განსაზღვრის შესახებ“.

    მუხლი 2

დადგენილების მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,თვითმმართველი ერთეულის“.

    მუხლი 3

დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი 3 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                 მ. უნგიაძე

დანართი 3                                                    

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

2

3

1

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რწმუნებული (რომლის დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ორგანოში მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 1000-ს)

700

2

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რწმუნებული (რომლის დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ორგანოში მოსახლეობის რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია)

600

3

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი

250

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია