აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
რეგლამენტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს (გაზეთი „ აჭარა”, № 57, 31.03.2005) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1081 მუხლი:
„მუხლი 1081
საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა დ ა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს , რომელთაგან ერთი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა.”.
მუხლი 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან ათი დღის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა დანიშვნა.
მუხლი 3
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ჩაქვი,
2012 წლის 3 მაისი
№161–უ.ს.რ.ს.