თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2012-05-03
გამოქვეყნების თარიღი
2018-01-18
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.132.016113
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №23

2012 წლის 3 მაისი

ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო  მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ მე -16 მუხლის მე -2 პუნქტის „ კ “ ქვეპუნქტის და 61- ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგ­ზაო მოძრაობის დაგეგმვისა და საგზაო მოძრაობის რეგულირების წესი.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 8 წლის 18 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი, 25 . 01 .201 8 წ.

    მუხლი 1. წესის მიზანი

წინამდებარე წესის მიზანს წარმოადგენს თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვასა და საგზაო მოძრაობის რეგულირებაზე თვითმმართველი ქ. ბათუმის ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ა) საგზაო მოძრაობა – საავტომობილო გზაზე ადამიანისა და ტვირთის სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე გადაადგილებისას არსებული ურთიერთობები;

ბ) საავტომობილო გზა – ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია:

ბ.ა) მიწის ვაკისი სავალი ნაწილი, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგატარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი;

ბ.ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის;

ბ.გ) საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში;

ბ.დ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ;

ბ.ე) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი;

გ) სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო  საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, თუ მისი წამყვანი წინამდებარე წესის შესაბამისად არ წარმოადგენს ქვეითს;

დ) საგზაო მოძრაობის დაგეგმვა – სამართლებრივ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დგინდება:

დ.ა) საავტომობილო გზაზე ორმხრივი და ცალმხრივი მოძრაობა;

დ.ბ) მთავარი და მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზები;

დ.გ) საავტომობილო გზაზე მოძრაობის დასაშვები მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარე;

დ.დ) საქალაქო სამარშრუტო ხაზი, ასევე სამარშრუტო ხაზზე გაჩერების ადგილები, სამარშრუტო ხაზის საბოლოო დანიშნულების ადგილი;  

დ.ე) საავტომობილო გზაზე მთლიანად ან ნაწილობრივ მოძრაობის აკრძალვა ან/და შეზღუდვა;

დ.ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები;

დ.ზ) საგზაო მოძრაობის წესები;

ე) საგზაო მოძრაობის რეგულირება - სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის გათვალისწინებით ან მის გარეშე ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საავტომობილო გზაზე გამაფრთხილებელი ნიშნების, პრიორიტეტის ნიშნების, ამკრძალავი ნიშნების, მიმთითებელი ნიშნების, საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების, სერვისის ნიშნების, დამატებითი ინფორმაციის ნიშნების (დაფების) განთავსებას (მონტაჟი), მათ დემონტაჟს, საგზაო მონიშვნას, ასევე ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც წინამდებარე წესის შესაბამისად არ გულისხმობს საგზაო მოძრაობის დაგეგმვას.

    მუხლი 3. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე და რეგულირებაზე გადაწყვეტილების მიღების წესი

1. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე გადაწყვეტილებას თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღნასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო. საგზაო მოძრაობის დაგეგმვასთან ერთად თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საგზაო მოძრაობის რეგულირების საკითხი.

2. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე საკრებულოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა პარ­კირების ორგანიზების განმახორ­ციე­ლე­ბელ მუნიციპალიტეტის მიერ და­ფუ­ძ­­­ნე­­ბულ კერძო სამართლის იური­დიულ პირს.

3. საგზაო მოძრაობის რეგულირებას (გარდა საგზაო მოძრაობის დაგეგმვის დოკუ­მენ­ტით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის რეგულირებისა) ახორციელებს პარ­კირების ორგანიზების განმახორ­ციე­ლე­ბელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძ­ნე­ბული კერძო სამარ­თ­ლის იური­დიული პირი – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შე­­თან­ხმებით.

4. საგზაო მოძრაობის რეგულირება ხორციელდება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის შესაბამისად, ხოლო თუ საგზაო მოძრაობის რეგულირება არ ითვალისწინებს ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელსაც ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის დაგეგმვა, საგზაო მოძრაობის რეგულირება ხორციელდება საგზაო მოძრაობის დაგეგმვისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ საგზაო მოძრაობის რეგულირებით არ უნდა განხორციელდეს ისეთი ქმედება, რომელიც ამ წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის საფუძველზე.

5. საგზაო მოძრაობის დაგეგმვის გარეშე საგზაო მოძრაობის რეგულირებით შეიძლება განხორციელდეს ისეთი ქმედება, რომე ლიც ამ წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის საფუძველზე, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისათვის საჭირო დროით.

6. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი სახით.

7. საგზაო მოძრაობის რეგულირება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ისე საგზაო მოძრაობის რეგულირებაზე უფლებამოსილი პირის ქმედებით.

თვითმმართველი ქალაქის- ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 06.03.2013წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 8 წლის 18 იანვრის დადგენილება № 1 - ვებგვერდი, 25 . 01 .201 8 წ.

    მუხლი 4. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე წესი ძალაში შესვლამდე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების მიზნით განხორციელებული ქმედებები, ასევე ამავე მიზნით გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს  თავმჯდომარე        გ. კირთაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია