საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №012
2012 წლის 30 აპრილი
ქ. ბათუმი
„ კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 19 მარტის №007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის „ კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესი ს“ დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 19 მარტის №007 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 8. გამოცდის ფორმა
1. გამოცდა ტარდება ტესტირების და გასაუბრების ფორმით.
2. მეზღვაური, რომელსაც სურს რანგის ამაღლება კაპიტნის, კაპიტნის უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის ან მეორე მექანიკოსის თანამდებობაზე , გამოცდას აბარებს ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით. გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ.
3. მეზღვაური, რომელსაც სურს რანგის ამაღლება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა, გამოცდას აბარებს მხოლოდ ტესტირების ფორმით.
4 . მეზღვაური, რომელსაც სურს კომპეტენციის სერტიფიკატის ან კვალიფიკაციის სერტიფიკატის განახლება, გამოცდას აბარებს ტესტირების ფორმით კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში.
5. თუ პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა გამოცდის ტესტირების ეტაპი და ვერ გაიარა გასაუბრება, მე-7 მუხლის შესაბამისად დაშვებულ ყოველ შემდგომ გამოცდაზე იგი მხოლოდ გასაუბრებას გაივლის.
6 . გამოცდის შედეგები (ტესტირების შედეგები და გასაუბრების ოქმი) ინახება შესაბამის მონაცემთა ბაზაში მეზღვაურის საბუთებთან ერთად. “.
2. ამოღებულ იქნეს ბრძანების V თავი.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. იობიძე