„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
87/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-05-02
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-08
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016353
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 8 7/ნ

2012 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

,, საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 1 წლის 4 მაისის № 65 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

მუხლი 1. ,, საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის № 65 /ნ ბრძანებ ით (ვებპორტალი, 110504011, 04/05/2011 ; სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016102) დამტკიცებულ ,, საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის დებულება ში“ (დანართი№1) შეტანილ იქნეს ცვლილებ ა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას/პროგრამებს, ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად , პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით წარუდგინოს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში ელექტრონული ფორმ ით . “ .

მუხლი 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის ამოქმედებამდე ცენტრში წერილობითი ფორმით წარდგენილი აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში ჩაითვალოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წარმოდგენილად.

მუხლი 3 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . შაშკინ ი

კრებსითი — სრული ვერსია