„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-08
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016092
„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2012 წლის 26 აპრილი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №34 დადგენილებაში (სსმ , 22/03/2012, სარეგ. კოდი 010260020.35.110.016088) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული მე-3 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისგან “ .

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           დ . თოფურია

კრებსითი — სრული ვერსია