საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №39
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის № 78 ბრძანების (სსმ III, 08.07.2008, № 96, მუხ. 1057) პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამუშაო დრო განსაზღვრულია დილის 10.00 საათიდან 18.00 საათამდე. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დრო განსაზღვრულია 13.00 საათიდან 14.00 საათამდე. მინისტრის ბრძანებით სამუშაო დღის ხანგრ ძლივობა შეიძლება შემცირდეს არა უმეტეს ერთი საათით.“
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. სუბელიანი