საქართველოს კანონი
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30 (37), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „როტაციის წესით მივლინებაში მყოფ პირთა ხელახალი მივლინება სხვა სახელმწიფოში არსებულ დიპლომატურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში“.
2. 30-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვების „ვადა გააგრძელოს 6 თვით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ხოლო გენერალური კონსულის მივლინების ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, 2 წლამდე ვადით“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ან გენერალური კონსულის წარდგინების საფუძველზე, მათი უფლებამოსილების გასვლამდე ვადით, გაუგრძელოს ხელშეკრულება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და მომსახურე პერსონალს.“
3. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩაითვალოს მე-4 პუნქტად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური თანამდებობის პირებს როტაციის ვადა გაუგრძელდეთ 2000 წლის 1 ივნისამდე“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივლისი.
№2303–რს