საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №137
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„ ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის № 1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების და მტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის № 1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ დანართ № 3-ში („ ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები“ ) შეტანილ იქნე ს ცვლილება და სახაზინო კოდი – 1083 შემდეგ (დღგ საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურებიდან) დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:
| „ დღგ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციიდან |
10 84“
|
.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . გვინდაძე