გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 თებერვლის №15 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-02
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.166.016065
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 თებერვლის №15 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2012 წლის 26 აპრილი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 12 წლის 20 თებერვლის №15 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის , „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 თებერვლის №15 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 თებერვლის №15 დადგენილებით „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებულ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2012 წლის პროგრამის“ (დანართი 1) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. სოციალური დახმარების დაფინანსება

სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 647 600 (ექვსას ორმოცდაშვიდი ათასი) ლარი.“.

2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 თებერვლის №15 დადგენილებით „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებულ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადის“ (დანართი 2) 1-ლ პუნქტში უფასო კვების ობიექტების დაფინანსება განისაზღვროს 129 600 ლარით ნაცვლად 128 000 ლარისა, ხოლო შემაჯამებელ გრაფაში სოციალური დახმარების მოცულობა განისაზღვროს 647 600 ლარით, ნაცვლად 646 000 ლარისა.

მუხლი 2 .   დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი,

თავმჯდომარის მოადგილე          ა . სირბილაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია