თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №7/15
2012 წლის 2 6 აპრილი
ქ. ფოთი
,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის–ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილებაში (სსმ, 03/06/2011 წელი, კოდი 010260020.35.111. 016092), კერძოდ:
დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ცენტრის უბნის ტერიტორიული ორგანო;
ბ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანო;
გ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანო;
დ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო.“ .
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი . საღინაძე