„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7/14
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2012-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-01
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.111.016127
„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს

დადგენილება №7/1 4

2012 წლის 2 6 აპრილი

ქ. ფოთი

„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტისა და 12 I მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქ ის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის № 3/19 დადგენილებ ის (სსმ , 10/03.2011 სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016061) დანართ № 1-ში „თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“ , კერძოდ:

1. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სახელმწიფო ორგანოები და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათებით“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოები“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ი. საღინაძე

კრებსითი — სრული ვერსია