„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-07
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.113.016086
„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2012 წლის 25 აპრილი

ქ. ოზურგეთი

„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 31 მარტის  №13 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის  შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე   ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 0 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა :

მუხლი 1. შევიდეს ცვლილებები „ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 31 მარტის   №13 დადგენილებაში ( ვებგვერდი, 110404020, 05/04/2011 ; სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.113.016038 ) და დადგენილების 1-ლი-მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

     „მუხლი 1

საწარმოსთვის / ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი . ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება , რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს :

ა ) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3- ჯერ ;

ბ ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2- ჯერ ;

გ ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5- ჯერ ;

დ ) იმ აქტივებზე , რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3- ჯერ .

    მუხლი 2

საწარმოსთვის / ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი .

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია :

ა ) 40 000 - დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი ;

ბ ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1.0 პროცენტი .

    მუხლი 4

სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია :

 

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

1

სახნავი (მათ შორის , მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

 73

 

საკარმიდამო

73

2

სათიბი ( მათ შორის , ბუნებრივი და გაკულტურებული)

 20

3

საძოვარ ი ( მათ შორის , ბუნებრივი და გაკულტურებული)

 16

4

ტყის მიწაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)

 36

5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ები

 3

    მუხლი 5

არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია :

 

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქ. ოზურგეთი

0,24

1,0

0,24

2

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემებს, დაბებსა და სოფლებ ში

0.24

0.9

0.216

    მუხლი 6

1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206- ე მუხლი .

    მუხლი 7

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები, დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.“

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012  წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე .

საკრებულოს  თავმჯდომარე                       ა. მამეშვილი

                                            

კრებსითი — სრული ვერსია