საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
342
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-27
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016500
საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №342

2012 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „ საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ 2012 წლის  4 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია