„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
9500
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2011-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016070
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №9500

2011 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი 

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის” (დანართი №1) 44-ე მუხლის 121 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„121. გრაფ ა 13 „მომსახურების საფასური” – ივსება მხოლოდ ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში და აღინიშნება:

ა) ციფრი „0“ – მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებისას;

ბ) ციფრი „1” – საქონლის წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს გაფორმების დეპარტამენტს წარუდგენს ელექტრონულად, ან დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი გაფორმების დეპარტამენტს სამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;

გ) ციფრი „2” – საქონლის დეკლარირებისას, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი გაფორმების დეპარტამენტს არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე ან როდესაც A SYCUDA-ში დაშვებული პირი, გაფორმების დეპარტამენტში არასამუშაო დროს ახორციელებს დეკლარირებას (გარდა წინასწარი დეკლარირებისა);

ე)    ციფრი „3“ – როდესაც საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის სატარიფო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს;

ვ) ციფრი „4“ – საქონლის წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი გაფორმების დეპარტამენტს არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 25 ოქტომბრიდან.

ჯ. ებანოიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია