ქ. თბილისის მერის
ბრძანება №10
2012 წ ლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 27 მარტის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2012 წლის 27 მარტის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/03/2012, 010260030.52.101.016044) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე -4 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რისკების შეფასების საფუძველზე , სამსახური ამზადებს სტრატეგიულ და ყოველწლიურ შიდა აუდიტის გეგმებს :
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს მერს დასამტკიცებლად. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს მერიის გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს ;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს მერს დასამტკიცებლად.“ .
მუხლი 2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
გ . უგულავა