საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №291
2012 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის № 266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკ ემბრის № 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ ა” და “ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის № 266 ბრძანებით (სსმ III, 25.03.2005 წ., №34, მუხ. 344) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . მერაბიშვილი