„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
127
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-26
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016355
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №127

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„ საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარ ღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:

მუხლი 1. „ საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარ ღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ ი წესის:

1. 55-ე მუხლის მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. სერტიფიკატში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება;

ბ) რეალიზაციის ფორმა (აუქციონი ან პირდაპირი მიყიდვა);

გ) რეალიზაციის დრო;

დ) შეძენილი მალფუჭებადი საქონლის დასახელება;

ე) მყიდველის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ვ) გადახდილი თანხის ოდენობა (დღგ-ის ჩათვლით);

ზ) დღგ-ის თანხა.“.

2. დანართი №27 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დანართი №27

შემოსავლების სამსახური

მალფუჭებადი საქონლის საკუთრების დამადასტურებელი

სერტიფიკატი №

 

 

საგადასახადო ორგანოს დასახელება

 

 

რეალიზაციის ფორმა

 

 

რეალიზაციის დრო

 

 

 

 

 

 

 

შეძენილი მალფუჭებადი საქონლის დასახელება

 

 

 

 

 

მყიდველის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

 

 

გადახდილი თანხა ( დღგ-ის ჩათვლით)

 

 

დღგ-ის თანხა

 

 

სერტიფიკატის გაცემის თარიღი

 

 

 

 

 

      (ხელმოწერა)

 

საგადასახადო ორგანოს უფროსი

 

                                                                                                                ბ.ა. “.

მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

მინისტრის მოვალეობის  შემსრულებელი                  პ. პეტრიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია