„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1409
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2002-05-28
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.05.001.001.067
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, – შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო.“.

2. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ არ მოხდა კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი მცირდება 50%-ით, ხოლო თუ ამ ფასად გამოტანის შემდეგაც ქონება არ გაიყიდა, ეს ფასი კიდევ 50%-ით მცირდება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 14 მაისი.

№1409–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია