„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
125
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-26
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016353
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №125

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი     1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებ პორტალი, 060111, 03.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის 58-ე მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის სასაქონლო ოპერაცია დაამთავროს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ადგილიდან საქონლის დასაწყობების ადგილამდე ამ მუხლით განსაზღვრული წესით შევსებული ნსაფ-ის წარმოდგენის შემდგომ, რასაც ადასტურებს თითოეული ნსაფ-ის მე-14 სტრიქონის გასწვრივ საგადასახადო ორგანოს შტამპის დასმით. ასევე ნსაფ-ის ცხრილის პირველი და მე-2 სტრიქონის მე-2 და მე-3 სვეტებში მიუთითებს საქონლის რაოდენობას ამ მუხლით განსაზღვრულ ზომის ერთეულში, ხოლო მე-10 სტრიქონში – სასაქონლო დეკლარაციის ნომერსა და გაცემის თარიღს. ასეთი წესით დადასტურებული     ნსაფ-ის           მეორე  ეგზემპლარი   რჩება   სასაქონლო ოპერაციის განხორციელების საგადასახადო ორგანოში.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 18 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მინისტრი ს მოვალეობის

შემსრულებელი            პ . პეტრიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია