საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №320
2012 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხას (დანართი №1) დაემატოს :
ა.ა) მე-60 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„60 . საქართველოს საელჩო ნორვეგი ის სამეფოში.“;
ა.ბ) 61-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„61 . საქართველოს საელჩო ინდონეზი ის რესპუბლიკაში.“;
ბ) ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი № 2) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„3 . საქართველოს საელჩო დანიის სამეფო ში აკრედიტებულია ისლანდიის რესპუბლიკაში.“.
2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივნისიდან.
3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი