„საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
318
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-04-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-20
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016494
„საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №318

2012 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

�საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე� საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე� საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულებაში (სსმ III, 1998 წ., №6, მუხ. 144) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნისას ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის პირველ ივნისამდე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით შემოსავლების სამსახურში (შემდეგში � საგადასახადო ორგანო) წარადგინოს თავისი და ოჯახის წევრების შემ ო სავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1).�;

ბ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 16.

საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის მატერიალური ფორმით წარდგენისთანავე საჯარო მოსამსახურეზე (პრეტენდენტზე) თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №2) გაიცემა ცნობა დეკლარაციის წარდგენის შესახებ. ცნობას ხელს აწერს საგადასახადო ორგანოს უფროსი და ესმება ბეჭედი. ელექტრონული ფორმით დეკლარირების შემთხვევაში, საგადასახადო ორგან ო ს მიერ შესაბა მ ის დაწესებულებას ეგზავნება ცნობა დეკლარაციის წარდგენის შესახებ არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 ივნისისა, ხოლო პრეტენდენტის შემთხვევაში � დეკლარაციის ბაზაში ასახვიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.�.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია