საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
316
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-04-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-14
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016492
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №316

2012 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ს ტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველო ში ტურისტული, საინვესტიციო და ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ს ტრატეგიული განვითარების სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

2. სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოში განსახორციელებელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების მიერ განსაზღვრული ცალკეული ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს .

3. სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული სტრატეგიული პროექტების ეფექტიანი კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებმა და ორგანიზაციებმა უზრუნველყო ნ სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ყოველმხრივი მხარდაჭერის გაწევა.

4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელ ე ბს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო .

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფა.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იუსტიციის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით უზრუნველყონ:

ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;

ბ) სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების განსაზღვრა;

გ) სააგენტოს უფროსის დანიშვნა.

7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1 . ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №1110 – ვებგვერდი, 14.12.2012წ.

კრებსითი — სრული ვერსია