,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-19
სარეგისტრაციო კოდი
450090050.32.057.016086
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №17

2012 წლის 10 აპრილი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის  №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კა­ნო­ნის მე-8 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტ­რა­ციუ­ლი კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწე­სე­ბუ­ლება – საარქივო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №22 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №67 (23.282), 22 -23 ივნისი , 2010 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სამმართველოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

  ა) კანცელარია;

 ბ) იურიდიულ და საკადრო საქმეთა განყოფილება;

გ) საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, დოკუ­მენტების გამოყენებისა და პუბლიკაციის განყოფილება;

დ) დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების განყოფილება;

ე) ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობისა და დაკომპლექტება-დამუშავების გან­ყო­ფილება;

ვ) საფინანსო-საბუღალტრო განყოფილება;

ზ) სამეურნეო და ურბანულ საკითხთა განყოფილება;

თ) ცენტრალური არქივის სამსახური;

ი) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის, ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილება;

კ) ეროვნული საარქივო ფონდის აღრიცხვისა და სამეცნიერო-საცნობარო განყოფილება;

ლ) საინფორმაციო-ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის განყოფილება.’’.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  მთავრობის თავმჯდომარე         ლ. ვარშალომიძე

კრებსითი — სრული ვერსია