აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №16
2012 წლის 10 აპრილი
ქ. ბათუმი
„ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, მთავრობისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „ აჭარის ავტო ნო მიუ რი რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი აჭარის ავტონო მიუ რი რესპუბლიკის სამინისტროების, მთავრობისა და სამინისტროების საქვეუწყებო და წე სებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თა ნამ დებობრივი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის №10 დადგენილებით (სსმ, 02 .03 .2011) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ცხრილის 101 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „101 | მძღოლი | 670“ |
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების ცხრილის:
ბ.ა) მე-11 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „11 | მძღოლი | 580“ |
ბ.ბ) მე-11 სტრიქონის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 სტრიქონი:
| „12 | სხვა დამხმარე, ტექნიკური პერსონალი | 355“ |
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების ცხრილის:
გ.ა) მე-7 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „7 | მძღოლი | 380“ |
გ.ბ) მე-7 სტრიქონის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 სტრიქონი:
| „ 8 | სხვა დამხმარე, ტექნიკური პერსონალი | 280“ |
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს დადგენილებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების მატების დაფინანსების საკითხის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროქტში გათვალისწინება.
3 . დადგენილება ამოქმედდეს 201 2 წლის 1 მაისი დ ან.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე