„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
136
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-18
სარეგისტრაციო კოდი
200250000.10.003.016809
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 13 6

2012 წლის 12 აპრილი

ქ . თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასუ ­ რე ­ ბისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ ­ რობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკი ­ ცე ­ ბული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფა ­ სურე ­ ბი ­ სა და მათი განაკვეთების“ :

1. მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

„ 12

ფიზიკური პირისათვის საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება (ვალდებული პირის სახელით აქციზისა და აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გადახდის ჩათვლით)

 

აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, არანაკლებ

10 ლარისა “ .

 

2. 6 1-ე გრაფ ა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„61

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით თავის მიერ წარ­დგე­ნილი მოძრავი ქონების (გარდა 62-ე და 63-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო) ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა

 

 

1 სახეობის ობიექტი

100 ლარამდე

– 10 ლარი,

100-დან 10000 ლარამდე

– 25 ლარი,

10 000 ლარის ზევით –

150 ლარი“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია