„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5970-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-12
სარეგისტრაციო კოდი
340170000.05.001.016672
„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში ზედამხედველობას, მონიტორინგსა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო, ხოლო საბაჟო კონტროლის ზონაში – სამსახური.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5970-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია