„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5962-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-12
სარეგისტრაციო კოდი
310090000.05.001.016664
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 463) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 14 1 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საფასურის გადამხდელი – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან მძღოლი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას/ტვირთის გადაზიდვას საბაჟო კონტროლით/ზედამხედველობით.“.

2. 14 3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14 3 . საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 14 1 მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი მარშრუტით, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.“.

3. 14 4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფასურის გადახდის გარეშე დაუშვებელია საბაჟო კონტროლს/ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება/ტვირთის გადაზიდვა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი               მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5962-Iს

კრებსითი — სრული ვერსია