საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5961-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-12
სარეგისტრაციო კოდი
400010020.05.001.016663
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სა ზღვაო კოდექს ის ( პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10 ) 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 127

ტვირთის გამგზავნი ვალდებულია დროულად გადასცეს გადამზიდავს ტვირთთან დაკავშირებული ყველა საბუთი ნავსადგურის, სანიტარიული, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესებისა და სხვა ადმინისტრაციული წესების მოთხოვნათა შესაბამისად და პასუხისმგებელია გადამზიდავის წინაშე საბუთების დაგვიანებით გადაცემის, არასწორად ან არასრულად შედგენის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის.“ .

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5961- I ს

კრებსითი — სრული ვერსია