„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5955-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-12
სარეგისტრაციო კოდი
340130000.05.001.016657
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები ს შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, № 23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5955- Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია