თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება № 156
2012 წლის 11 აპრილი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვარის № 138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულომ ადგენს:
მუხლი 1
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის № 138 დადგენილებას (სსმ 01.02.2012 200230000.35.160.016121) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„11. დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირების სქემატური რუკა ქონების (არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთებისათვის (თან ერთვის).“ .
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . გურგენიძე
დანართი
ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირების სქემატური რუკა
ქონების (არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთებისათვის