საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №296
2012 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს № 659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2010 წ., №102, მუხ. 1526) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი :
„3 . სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზებისას წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში – საწყისი საპრივატიზებო საფასური) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი