„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
126
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-12
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016799
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 126

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/03/2012, 470230000. 10.003.016788 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1 . მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპლექსის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადებას.“.

2 . მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 5 . პროგრამის ბიუჯეტი

1 . პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 8 788,5 ათასი ლარით.

2 . პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში :

№

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება ათასი ლარებით

1

სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი

6 780,0

 

ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოები

6 780,0

2

აღჭურვის კომპონენტი

1 652,5

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების აღჭურვა

847,5

ბ)

1 რეანომობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვა

805,0

3

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

174,0

 

ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპლექსის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება

174,0

4

ადმინისტრირების კომპონენტი

182,0

 

სულ:

8 788,5.“.

 

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ -მინისტრი                            ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია