გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 20
201 2 წლის 10 აპრილი
ქ. გარდაბანი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე- 16 მუხლის, მე- 2 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 2 0 მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ შევიდეს ცვლილება „ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 36 დადგენილების (სსმ, 13.07.2010) დანართის მე-6 მუხლის „ტ” ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა- ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური- ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადება და გამგებლისთვის წარდგენა”.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22- ე მუხლის მე -3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში .
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი