საქართველოს კანონი
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი) დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები:
„163. ზედა სამება
164. ჭახათი“
2. ადიგენის რაიონის სოფლების ჩამონათვლიდან სოფელი „ანი“ ამოღებულ იქნეს და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს.
3. ასპინძის რაიონის სოფლების ჩამონათვალში სიტყვა „ზველი“ შეიცვალოს სიტყვით „ძველი“ და ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები:
„11. აწყვიტა
12. გელსუნდა
13. დაბა ასპინძა
14. დამალა
15. თმოგვი
16. იდუმალა
17. ივერია
18. ნაქალაქევი
19. ნიჯგორი
20. ორგორა
21. რუსთავი
22. სარო
23. ტოლოში
24. ფია
25. ჭობარეთი
26. ხერთვისი”.
4. ახალციხის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები:
„15. სვირი
16. ტატანისი
17. ტყემლანა“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 20 ივლისი.
№2259-რს