„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-19/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-05
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.035.016137
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01- 19/ნ

2012 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის № 01–64/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.035.016107) დამტკიცებულ დებულებაშ ი შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე -2 მუხლის მე -3 პუნქტის „ ჰ8“, „ ჰ9“ და „ ჰ10“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამედიცინო მედიაციის სამსახურის“ დებულების დამტკიცებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის დღიდან.

ზ . ჭიაბერაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია