„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
2251
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-07-20
გამოქვეყნების თარიღი
1999-07-28
სარეგისტრაციო კოდი
0000000000000000000000000
„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №31-33, მუხ. 673) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ ცხოვრობს საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე”.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 20 ივლისი.

№2251-რს

კრებსითი — სრული ვერსია