„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.136.016098
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2012 წლის 30 მარტი

დაბა ხულო

„ხულო ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 მუხლი 1. „ხულო ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 18 დადგენილებაში (სსმ, № 39, 18.10.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       ნ. თავართქილაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია