„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.136.016095
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახე

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2012 წლის 30 მარტი

დაბა ხულო

„ხულო ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. „ხულო ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 25 დადგენილებაში (სსმ, № 39, 18.10.2010.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ნ. თავართქილაძე

კრებსითი — სრული ვერსია