„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.136.016093
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის 30 მარტი

დაბა ხულო

„ხულო ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

   მუხლი 1. „ხულო ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 26 დადგენილებაში (სსმ, № 39, 18.10.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის შესაბამისი სამსახურების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;“ .

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                      ნ. თავართქილაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია