საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 46
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის № 236 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №236 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., № 158, მუხ. 1920) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება.“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) განახორციელოს სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი