საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
279
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2012-09-13
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016480
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №279

2012 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოეთში ქართული კულტურის, ხელოვნების, ისტორიის, პროდუქციის, სამზარეულოსა და ტრადიციების გაცნობით საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

2. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – Georgian Agency for International Cooperation (GAIC).

21. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა (სახელმწიფო მინისტრის აპარატი):

ა) განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სააგ ე ნტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

გ) უზრუნვ ე ლყოს სააგენტოს საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმება.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №679 – ვებგვერდი, 08.08.2012წ.

3. საქართველოს მთავრობამ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს:

ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;

ბ) სააგენტოს განსათავსებ ლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

გ) (ამოღებულია – 07.08.2012, №679).

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №679 – ვებგვერდი, 08.08.2012წ.

4. (ამოღებულია – 07.08.2012, №679).

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №679 – ვებგვერდი, 08.08.2012წ.

5 . ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №679 – ვებგვერდი, 08.08.2012წ.

2. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 13 სექტემბრის ბრძანებულება №817-ვებგვერდი,14.09.2012წ.

კრებსითი — სრული ვერსია