საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №106
2012 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, № 172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საგადასახადო ორგანო განცხადებისა და შესაბამისი დანართის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ,, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ”, რომელსაც ამავე ვადაში ელექტრონულად ან/და ამ წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარუდგენს გადასახადის გადამხდელს. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადასახადის გადამხდელისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი“ ითვლება დადასტურებულად.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე