ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 19
2012 წლის 3 აპრილი
ქ. ბოლნისი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №12 დადგენილებაში ( სსმ , 12.03.2012წ. 200230000.35.158.016076 ) შევიდეს შემდეგი ცვლილება :
ა) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 6.
ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი