„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
152
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2012-04-02
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-06
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.160.016135
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება № 152

2012 წლის 2 აპრილი

ქ . რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის № 21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/ სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის № 21 დადგენილებაში (სსმ , 17.09.2010 0 , 40110030.35.160.016004) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე -6 მუხლის მე -8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური.“ .

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გმოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე კ . გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია