საქართველოს კანონი
,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) მე-17 მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს მე-2 პუნქტად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პუნქტი:
,,1. პარლამენტის ყოფილი წევრის პარლამენტის შენობაში შესვლა მომდევნო ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში ხდება დაუბრკოლებლად.“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 24 ივნისი.
№2173-IIს