„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
3-12
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2012-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-04
სარეგისტრაციო კოდი
200130000.36.101.016099
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №3 - 12

2012 წლი ს 30 მარტი

ქ. თბილისი

„ ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის № 1- 9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის № 1-9 გადაწყვეტილებაში ( სსმ, 10.02.2011 წ .) შეტანილ იქნ ე ს ცვლილებ ა და გადაწყვეტილების მე- 3 მუხლ ით განსაზღვრული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ზ . სამადაშვილი

 

„ დანართი 1

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქ. თბილისში

ა) სათიბების და საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული ) :

 

განაკვეთი (ლარი/ჰა)

სათიბები

საძოვრები

20

16

 

ბ) სახნავისთვის (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის :

 

დასახელება

განაკვეთი (ლარი/ჰა)

1. თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა))

100

2. თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი

95

3. თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება

82

                                                                                                                                           “ .

კრებსითი — სრული ვერსია